ლანჩხუთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
2022-08-03 16:59:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მიმდინარეობს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში შესასვლელი გზის და მდინარე ფიჩორის სანაპიროზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები. ასევე, სოფელ ორაგვეში გზის, 5 კილომეტრიანი ველობილიკის, გადმოსახედისა და 400 მეტრიანი ზიპლაინის მოწყობა.
პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონის უნიკალური ტურისტული მიმზიდველობის პოპულარიზაციას.