თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA-მ) ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ საჩუქრები გადასცა
2022-08-03 19:15:00
ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ფერმერთა ასოციაცია“-ს საჩუქრად თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადაეცა.
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გურიაში თაფლის წარმოების ზრდას. ომის ვეტერანებს შესაძლებლობას მისცემს დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.