ტექნოპარკში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
2022-08-05 10:54:00
ოზურგეთის ტექნოპარკში, სავაჭრო სამრეწველო პალატამ, ,,ღია დიალოგი ბიზნესთან“-ფორმატის ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სავაჭრო პალატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მეწარმეებს, სახელმწიფო და კერძო სააგენტოების საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.