სიახლეები

გურიაში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2022-08-08 18:19:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკო.
 
 
,,14 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარი რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელმაც მრავალი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი. თანავუგრძნობ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
 
 
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.