გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა
2022-08-18 14:43:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ , გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
ნიკოლოზ გობრონიძემ თხილის ბაღი პროგრამით - „დანერგე მომავალი“ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 500 ლარია. ფერმერმა, ასევე 50 000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.