სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა
2022-08-18 17:19:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის ბრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნენ. ასევე, იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრნენ.
დავით თენიეშვილი ერთ-ერთი პირველი ფერმერია, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით სოფელ ბახვში 5 ჰექტარზე გაშენებული ჩაის ფორმირება მოახდინა.