სიახლეები

მოქალაქეებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება სრულდება! გურიაში 29 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

2022-08-29 15:27:00

მოქალაქეებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება სრულდება! გურიაში მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებში 29 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა!

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა:

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიხანჯირი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, მოედანი, ხორეთი, კოკათი, ნინოშვილი, ყელა, ხაჯალია, ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ჯურუყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, გულიანი.
 
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა.
 
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩომეთი, კალაგონი, მამულარი.