სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თხილის შემნახველი ახალი საწარმო გაიხსნა
2022-09-14 14:19:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის ახალი საწარმო დაათვალიერეს.
,, სოფელ ქვემო აკეთში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და შემნახველი საწარმო, რომელიც მოემსახურება 3000-მდე ფერმერს და შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე თხილის შენახვა. აღნიშნული საწარმო ხელს შეუწყობს ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და კონკურენტუნარიანები იყვნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“-ის საწარმოში ჯამურად 900 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამების და USAID-ის ბენეფიციარია.