სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის შეფასების მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

2022-10-07 14:24:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის EU4ITD-ის შეფასების მისიის გუნდის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
 
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გურიაში 2020-2022 წლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 22 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.