ზაზა დამენიას 50 წელი შეუსრულდებოდა
2022-10-22 13:21:00
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგიურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულიგმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.