სიახლეები

ოზურგეთის ტექნოპარკში ,,აგროთონი“ გაიმართა

2022-10-24 11:54:00
ოზურგეთის ტექნოპარკში ყველაზე მასშტაბური აგრომიმართულების ღონისძიება - ,,აგროთონი“ გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო.
 
 
აგროსფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ორი დღის განმავლობაში იდეების განვითარებასა და დახვეწაში მენტორები ეხმარებოდნენ. მონაწილეებმა საკუთარი პრეზენტაციები ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
 
 
,,აგროთონში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ.