კულტურის მინისტრმა ჩოხატაურის ყოფილი კინოს სახლის სამომავლო პერსპექტივები განიხილა
2022-10-28 11:13:00
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ჩოხატაურში ყოფილი კინოს სახლი მოინახულა.
შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მისი შიდა სივრცე საჭიროებს რეკონსტრუქციას. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ისაუბრა ყოფილი კინოს სახლის სამომავლო პერსპექტივებზე.