თეა წულუკიანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ესტუმრა
2022-10-28 12:29:00
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გურიაში სახელმწიფოს რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ესტუმრა და სასწავლებლის საქმიანობას გაეცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების გამოწვევებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროგრამებს, რომლებიც სამუსიკო სასწავლებლების განვითარებისთვის არის საჭირო.
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანი სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტს დაესწრო.