სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ასოციაცია „ბაგის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა

2022-11-09 12:27:00
სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე მოადგილესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია „ბაგის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა.
 
2021 წელს გურიის რეგიონში შემავალმა სამივე მუნიციპალიტეტმა და ასოციაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
 
,,პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით გურიაში ახალი ტურისტული პროექტი იწყება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა,“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.