სიახლეები

გიორგი ურუშაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

2022-11-21 15:33:00
14-18 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
 
სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონური გამოცდილების გაცნობა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.