გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
2022-12-16 16:43:00
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნული პროგრამების შესახებ ისაუბრა და აუდიტორიას დეტალურად გააცნო მათი მიზნები, საკონკურსო პროცედურები და პირობები. პროგრამის ფარგლებში სწავლა ფინანსდება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ საფეხურებზე.
პროგრამის შესახებ ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის iec@iec.gov.ge საშუალებით.