ოზურგეთში აუტიზმის ცენტრი გაიხსნა
2023-01-25 11:16:00
ოზურგეთში სამედიცინო ცენტრმა ,,ლაზიკა მედიმ“ ,,ლაზიკამედის აკადემია“გახსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებს მოემსახურება.
,,ლაზიკამედის აკადემია“ 100-მდე ბენეფიციარზეა გათვლილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სადაც შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: მეტყველების, ქცევითი და სენსორული თერაპიების, ასევე, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია.
ცენტრის გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.