სიახლეები

გიორგი ხანიშვილი გურიისა და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა

2023-03-02 11:21:00

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გურიისა და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების ახალი  პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც საშუალებას აძლევს თხილის ბაღების  მფლობელებს  აგრო ბარათზე დარიცხული ქულებით შეიძინონ მცენარეთა მოვლის საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

 

შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი დაესწრნენ.