სიახლეები

გიორგი ურუშაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2023-03-31 11:56:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
 
სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.