სოფელ ქვიანში 14 ოჯახს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ
2023-05-16 11:17:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს, სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ.
,,შესრულდა ჩვენი მოქალაქეებისათვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით და გადაწყვეტილებით, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით დაძლეული იქნა მოქალაქეების წინაშე არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და დღეს მათ საკუთრებაში გადაეცათ ბინები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ მის რეგისტრაციას. გურიის რეგიონში ეს არის პირველი პრეცედენტი. სამუშაო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კიდევ შევძლებთ არაერთი ოჯახის გახარებას,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები აზნეფტის ქუჩის მცხოვრებლებს მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი დუგლაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.