სიახლეები

შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება

2023-06-05 14:44:00
გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“დამატებით 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა შეიძინა.
 
ახალი სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.