სიახლეები

ლანჩხუთში სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი გზის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2023-06-23 10:50:00

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი გზის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაპუნა გამყრელიძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს.

 

 

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და  დღეის მდგომარეობით მოწყობილია 3 კილომეტრამდე ასფალტის საფარი. სამუშაოები კლიმატური პირობების გათვალისწინებით უახლოეს მომავალში დასრულდება,“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.