გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის საკითხი განიხილეს
2023-07-13 09:23:00
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა შოთა კაკაბაძემ, მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის საკითხი განიხილეს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს შეუქმნა. შექმნილია სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს.