სიახლეები

გურიაში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპული 9 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

2023-08-09 10:12:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
 
 
,,15 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ- საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ვაჟკაცი შეეწირა. მათ შორის, გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მებრძოლებმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის.
 
 
ასევე, აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად მძიმე გახდა 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.