ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა დაიწყო
2023-12-22 12:17:00
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის დაიწყო კომპენსაციების ჩარიცხვა.
პრემიერ -მინისტრის გადაწყვეტილებით სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები, რომლებიც გეოლოგების დასკვნის საფუძველზე განსახლებას ექვემდებარებიან, ფულად კომპენსაციას - 50 000 და 30 000 ლარის ოდენობით მიღებენ.
მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.