ლანჩხუთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაიხსნა
2024-02-08 15:58:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
საზეიმო წირვას, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.