ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2024-02-22 14:19:00
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში - LED პროექტის გუნდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, LED პროექტის გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე გვანცა ირემაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.