გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართ
2024-02-26 11:10:00
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გურიის LAG-ების მიერ განსაზღვრული რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები და სამივე მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები. ასევე, ისაუბრეს მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საგრანტო კომპონენტებზე.
შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, CENN-ის, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.