სიახლეები

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2024-02-29 10:17:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 21 კილომეტრამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელბს.
 
პროექტი, რომლის ღირებულებაც 18.8 მილიონ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის ფარგლებში დაგეგმილია: გზის საფარის და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია - განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.
 
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ.