სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდა

2024-03-19 11:00:00
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
 
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ.
 
პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რის შედეგადაც 3400 ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.