სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ( CESL) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
2024-03-28 12:49:00
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშ იევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი ( CESL) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, CESL-ის პროგრამის ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს CESL- ის მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ.