სიახლეები

შრომაში 60 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

2024-04-08 11:10:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.