სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს

2024-06-07 09:48:00
დღეიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. ავტობუსები 21 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
 
ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის 5 ავტობუსი მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შეიძინა.
 
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერეს.