სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2024-07-04 10:59:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
 
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
 
ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.