სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
2024-07-11 09:59:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.