ოზურგეთში ქალაქის N3 და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2024-07-12 09:59:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ქალაქის N3 და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 11 მილონ ლარზე მეტია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.