სიახლეები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში

2024-07-15 15:31:00
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტის ,, ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირების" ფარგლებში, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწყობილ საარჩევნო უბანზე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.
 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ - კვირას, 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, გაიარონ ხმის მიცემის პროცედურები.
 
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6.