გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2024-07-19 17:21:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა გურიის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საკითხი.
ახლადშექმნილი დაცული ტერიტორია 15 310 ჰექტარს მოიცავს. ეროვნული პარკი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივებს დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.