საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეჯ ,,ჰორიზონტი''-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო
2024-07-30 11:49:00
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.
,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს აქვს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა.
რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ საჯარო და კერძო სექტორისთვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების არსებობას“ - აღნიშნა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.