სიახლეები

ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

2024-09-02 12:52:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
 
ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
 
პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები.
ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი წერეთელმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულეს.