გურიის რეგიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება
2024-09-04 14:34:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში, წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები, სატუმბი სადგური, აღრიცხვის კვანძები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
გურიის რეგიონში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მიმდინარე პროექტების დასრულება ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 50 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.