სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება

2025-05-20 11:03:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნო.
 
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ შრომაში, ჭაკნელიძეების უბანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება.