სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

2025-05-27 14:18:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
 
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
 
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა.
 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.