სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
2025-06-13 11:56:00

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის.


