სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2025-06-13 12:34:00

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ღურჯუმელიძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს.
ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვა საჭიროებებსა და მიმდინარე საკითხებზე.
საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.



