გიორგი ღურჯუმელიძემ ანსამბლ ,,შემოქმედს“ პროექტ „ხალხურის''ფინალში გასვლა მიულოცა
2025-06-26 12:42:00

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ანსამბლ ,,შემოქმედს“ ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ესტუმრნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ხალხურის"ფინალში გასვლა მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადეს პროექტში გურიის რეგიონის ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატებული მონაწილეობისთვის.