გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან
2025-09-10 13:53:00

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების მიმდინარეობა და მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.


