საზეიმო წირვა-ლოცვა ლანჩხუთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში
2025-12-04 15:58:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა-ლოცვა ლანჩხუთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში მეუფე იოსებმა, ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრიასთან და გურიის ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო ლიტურგიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.



