განათლების მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართეს
2026-02-25 10:36:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფასა და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.



