სიახლეები

ალიტუსის რაიონის დელეგაციის ვიზიტი ოზურგეთში

2018-09-13 10:02:00

პროექტის „აქტიური ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები - ძლიერი რეგიონისთვის, ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისათვის" ფარგლებში, ალიტუსის რაიონის ( ლიეტუვას რესპუბლიკა) მერი ალგირდას ვრუბლიაუსკასკი, დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ოზურგეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან, სადაც მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ლიტვასა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა გააჩნია, იგი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესში და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა მუნიციპალურ დონეზეც არსებობს და ის შედეგიანად გრძელდება. აუცილებელია ვიმუშაოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, რაც რეგიონში ლიეტუვური ინვესტიციებისა და ახალგაზრდული სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებით გამოიხატება. ამ მიმართულებების გაძლიერებაზე ორივე მხარე აქტიურ მუშაობს დაიწყებს“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

პროექტს „აქტიური ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები - ძლიერი რეგიონისთვის, ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისათვის" ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ალიტუსის რაიონის ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, თანამშრომლობის განვითარების მიზნით, დემოკრატიის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში.